გაკვეთილის გეგმები

თემა: ფართობი

https://drive.google.com/file/d/1rF3D0PxWUpQFKI9r393jjXWVXwtNXJl_/view?usp=sharing


სამოდელო გაკვეთილის გეგმა
მასწავლებლის სახელი,  გვარი: თინათინ ანტონიანი
საგანი:   მათემატიკა
გაკვეთილის ტიპი: პრობლემაზე ორიენტირებული გაკვეთილი
სწავლების საფეხური/კლასი: საბაზო   VIII კლასი
მოსწავლეთა რაოდენობა: 9
გაკვეთილის თემა: ფართობი
გაკვეთილის მიზანი:   ფართობის შესწავლით მოსწავლე შეძლებს:
·         მართკუთხედის ფართობის  გამოთვლას.
·         კონკრეტული სიტუაციური ამოცანის განხილვისას ტოლი პერიმეტრების მქონე მართკუთხედებიდან უდიდესი ფართობის მქონე მართკუთხედის პოვნას და ამ გზით პრობლემის გადაწყვეტას.
·         გამოიმუშავებენ ლოგიკური აზროვნების, ურთიერთთანამშრომლობის, დასკვნების გამოტანის და დასაბუთების უნარ-ჩვევებს, რომელიც აისახება მათ მიერ წარმოდგენილ პრეზენტაციებში.



გაკვეთილის თემისა და მიზნის შესაბამისობა ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნებთან:
მათ. VIII.9.  მოსწავლეს შეუძლია ფიგურისა და მისი ელემენტების ზომების მოძებნა.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·         იყენებს ფიგურათა თვისებებს და ტოლი ფიგურების შესაბამისი ელემენტების შედარების მეთოდს ფიგურის ელემენტის უცნობი ზომის მოსაძებნად;
·         პოულობს ფიგურის ფართობს მარტივ ფიგურებად დაყოფის ან მარტივ ფიგურამდე შევსების ხერხით;



აქტივობის მიზანი და აღწერა
გამოყენებული მეთოდი/მეთოდები
კლასის ორგანიზების ფორმა/ფორმები
სასწავლო რესურსები(დაასაბუთეთ შინაარსობრივი რესურსების მიზანშეწონილება სასწავლო მიზანთან მიმართებით)
დრო (წთ.)
1
აქტივობა 1. მასწავლებელი საორგანიზაციო საკითხების მოგვარების შემდეგ მოსწავლეებთან ინტეგრაციით   წარადგენს გაკვეთილის თემას მიზანს, მისაღწევ შედეგებს და  მეთოდებს

მიზანი: სასწავლო მიზნებისა და შეფასების კრიტერიუმების გაცნობით მათი მიღწევის გზებისა და საბოლოო შედეგების გააზრება.

აღწერა: მასწავლებელი ამოწმებს მოსწავლეთა დასწრებას, კლასს აცნობს გაკვეთილის თემასა და  მიზანს. ესაუბრება გაკვეთილის ბოლოს მისაღწევი შედეგების და იმ მეთოდების შესახებ, რომლის გამოყენებასაც გეგმავს გაკვეთილზე

გონებრივი იერიში
მთელი კლასი
დაფა. ფურცელი

მიზანი: მიზნებისა და შეფასების რუბრიკების ვიზუალიზაცია
2 წთ
2
აქტივობა 2. საშინაო დავალების გამოკითხვა
მიზანი: საკითხის გაგება-გააზრების უნარის შემოწმება
აღწერა: მასწავლებელი საშინაო დავალებას ამოწმებს ადგილზე ჩამოვლით. აძლევს განმავითარებელ კომენტარს, გაუგებარი საკითხები განხილული იქნება კლასის წინაშე.  
 კითხვა-პასუხი, ვიზუალურად დავალების შემოწმება
მთელი კლასი
საშინაო დავალების რვეულები

მიზანი: შესრულებული დავალებით საკითხის გაგება-გააზრების უნარის შემოწმება
5 წთ
3
აქტივობა 3. წინარე ცოდნის გააქტიურება.
მიზანი: მოსწავლეებმა გაიხსენონ  ფართობის ერთეულები, დამოკიდებულება მათ შორის. მართკუთხედის ფართობის გამოსათვლელი ფორმულა
აღწერა: მასწავლებელი სვამს კითხვებს:
1.       ჩამოთვალეთ ფართობის ერთეულები
2.       რისი ტოლია კვადრატის ფართობი
3.       როგორ ვითვლით მართკუთხედის ფართობს
4.       რას უდრის იმ მრავალკუთხედის ფართობი, რომელიც არაგადამკვეთი  მრავალკუთხედებისაგან შედგება
5.       რას ეწოდება მრავალკუთხედის პერიმეტრი
6.       როგორ უნდა გამოვთვალოთ მართკუთხედის პერიმეტრი

გონებრივი იერიში
მთელი კლასი
დაფა, ცარცი

მიზანი: მოსწავლეებმა გაიხსენონ ნასწავლი მასალა
5 წთ
4
აქტივობა 4. პრაქტიკული სავარჯიშოს ამოხსნა წყვილებში
მიზანი: მოსწავლე შეძლებს დამოუკიდებლად გაიაზროს ერთი დაიგივე პერიმეტრის მქონე მართკუთხედის ფართობების გამოთვლას და ზოგადი დასკვნის გაკეთებას
აღწერა: მასწავლებელი კლასს აძლევს ამოცანას სახელმძღვანელოდან N37. მოსწავლეებმა უნდა დაადგინონ მოცემული პერიმეტრის მქონე მართკუთხედის ფართობი, როცა მისი გვერდების სიგრძეები მთელი რიცხვებით გამოისახება

თანამშრომლობითი სწავლება
წყვილებში მუშაობა
სახელმძღვანელო, დავალების რვეულები

მიზანი: სახელმძღვანელოში მოცემული ამოცანის განხილვა
7წთ
5
აქტივობა 5 დისკუსია
მიზანი: კლასის მიერ შესრულებული დავალების გაანალიზება და ზოგადი დასკვნების გაკეთება
აღწერა: მოსწავლეების მიერ ინდივიდუალურად შესრულებული ამოცანის განხილვა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაიმართება.
1.       რა შესაძლო ვარიანტებია მართკუთხედის გვერდების სიგრძეებისთვის?
2.       ფართობის შესაძლო მნიშვნელობების  რა ვარიანტები მიიღეთ
3.       დაასახელეთ უდიდესი ფართობის მქონე მართკუთხედის გვერდები
4.     რა სახის მართკუთხედია ეს.
კითხვა-პასუხი
მთელი კლასი
დაფა, ცარცი

მიზანი: სწორი პასუხების დემონსტრირება,
8 წთ
6
აქტივობა 6. ჯგუფური მუშაობა
მიზანი : პრობლემის იდენტიფიცირება და გადაჭრის გზების მოძიება
აღწერა: მასწავლებელი კლასს ყოფს ორ ჯგუფად. პროექტორით ნაჩვენები იქნება ამოცანის ტექსტი. „ ცხენების გასახედნ მოედანს მართკუთხედის ფორმა აქვს, მის შემოსაღობად გვაქვს 30 ფიცარი, თითო - 2.2მ სიგრძის და 4 ჭიშკარი თითო - 4 მეტრი სიგრძის, ყოველი ფიცარი გაუხერხავად და ყოველი ჭიშკარი ბოლოებით ბოძებზე უნდა დამაგრდეს. გამოთვალეთ რამდენი ბოძია საჭირო ამო მოედნის შემოსაღობად? რას უდრის მოედნის პერიმეტრი? რა ზომის მართკუთხედი უნდა შემოვღობოთ აღნიშნული მასალით, რომ მოედნის ფართობი რაც შეიძლება დიდი იყოს? „
მასწავლებელი ჯგუფებს უსვამს მიმართულების მიმცემ კითხვებს:
1.       რა არის ამოცანის მთავარი პრობლემა (შემოიღობოს უდიდესი ფართობის მქონე მოედანი)
2.       რა გზით შეძლებთ ამ პრობლემის გადაწყვეტას?
3.       დაასახელეთ მოქმედებათა თანმიმდევრობა, რაც დაგჭირდებათ გამოთვლების ჩასატარებლად
თანამშრომლობითი სწავლა
ჯგუფური მუშაობა
კომპიუტერი, პროექტორი,

მიზანი: ამოცანის ტექსტის ვიზუალიზაცია
10წთ
7
აქტივობა 7. პრეზენტაცია
მიზანი: ჯგუფის ნამუშევრის წარდგენა აუდიტორიის წინაშე. ურთიერთშეფასება.
აღწერა: თითოეული ჯგუფი წარმოადგენს ნამუშევარს. ამის შემდეგ ჯგუფები აფასებენ ერთმანეთის ნამუშევრებს,
პრეზენტაცია
ინდივიდუალური
ფლიპჩარტი

მიზანი: ნამუშევრის წარმოდგენა თვალსაჩინოდ
5წთ
8
აქტივობა 8.  შეფასება
მიზანი : მოსწავლეების აზროვნებისა და შემეცნებითი პროცესის განვითარება
აღწერა: მასწავლებელი  მოსწავლეეს სთხოვს გაიხსენონ გაკვეთილზე განხილული საკითხები, იმსჯელეონ მიაღწია თუ არა გაკვეთილმა მიზანს, მასწავლებელი აფასებს მოსწავლებს შეფასების რუბრიკის მიხედვით
მოსწავლეთა შეფასება.თვითშეფასება

ურთიერთშეფასება
მთელი კლასი
შეფასების რუბრიკები

მიზანი: შეფასების რუბრიკებში მოცემული კრიტერიუმების მიხედვით მოსწავლეები შეფასდებიან განმსაზღვრელი შეფასებით
2წთ
9
აქტივობა 9. საშინაო დავალება
მიზანი : ნასწავლი მასალის განმტკიცება
აღწერა: საშინაო დავალებად მიეცემათ სავარჯიშოები სახელმძღვანელოდან № 34,35,36,38
ინსტრუქტაჟი
მთელი კლასი
სახელმძღვანელო

მიზანი: შეძენილი ცოდნის განმტკიცების მიზნით სახელმძღვანელოდან ამოხსნიან სავარჯიშოებს
1წთ


გაკვეთილის ბოლოს მისაღწევი შედეგები:
მოსწავლეს შეუძლია:
·         მართკუთხედის ფართობის  გამოთვლა.
·         კონკრეტული სიტუაციური ამოცანის განხილვისას ტოლი პერიმეტრების მქონე მართკუთხედებიდან უდიდესი ფართობის მქონე მართკუთხედის პოვნა და ამ გზით პრობლემის გადაწყვეტა.


შეფასების რუბრიკა
კრიტერიუმები
1-2
3-4
5-6
7-8
9-10
მართკუთხედის ფართობის  გამოთვლა

ვერ ითვლის ფართობს, ვერ ცნობს ფიგურას
უმეტეს  შემთხვევაში ვერ ითვლის მართკუთხედის ფართობს.
უჭირს გამოიცნოს რა ფიგურაა მოცემული
ზოგჯერ ითვლის მართკუთხედის ფართობს. ხშირად ამოიცნობს მართკუთხედს
გამოითვლის მართკუთხედის ფართობს. ფიგურებს შორის ამოიცნობს მართკუთხედს. იშვიათად უშვებს შეცდომებს.
ყოველთვის გამოთვლის მართკუთხედის ფართობს. ყოველ ჯერზე უშეცდომოდ შეუძლია ფიგურების გამოცნობა
ტოლი პერიმეტრების მქონე მართკუთხედებიდან უდიდესი ფართობის მქონე მართკუთხედის პოვნა

არ შეუძლია მოცემული პერიმეტრის მქონე მართკუთხედის ფართობის გამოთვლა, ვერ ახერხებს შესაძლო ვარიანტების განხილვას
უჭირს მოცემული პერიმეტრის მქონე მართკუთხედის ფართობის გამოთვლა, ვერ ახერხებს შესაძლო ვარიანტების განხილვას
ნაწილობრივ შეუძლია მოცემული პერიმეტრის მქონე მართკუთხედის ფართობის გამოთვლა, ვერ ახერხებს ყველა შესაძლო ვარიანტების განხილვას
მეტწილად შეუძლია მოცემული პერიმეტრის მქონე მართკუთხედის ფართობის გამოთვლა, ახერხებს შესაძლო ვარიანტების განხილვას
სწორად ითვლის მოცემული პერიმეტრის მქონე მართკუთხედის ფართობს, განიხილავს შესაძლო ვარიანტებს.
პრობლემის ამოცნობა და გადაჭრის გზების მოძიება
მოცემულ ამოცანაში ვერ ახერხებს პრობლემის ამოცნობას, ვერ მსჯელობს გადაჭრის გზებზე
უჭირს მოცემულ ამოცანაში პრობლემის ამოცნობს, ვერ მსჯელობს გადაჭრის გზებზე

მოცემულ ამოცანაში ზოგჯერ ახერხებს პრობლემის ამოცნობას,  ნაწილობრივ მსჯელობს გადაჭრის გზებზე
მოცემულ ამოცანაში მეტწილად სწორად  ახერხებს პრობლემის ამოცნობას, თითქმის სრულყოფილად მსჯელობს გადაჭრის გზებზე,
მოცემულ ამოცანაში ყოველთვის სწორად  ახერხებს პრობლემის ამოცნობას,  სრულყოფილად მსჯელობს გადაჭრის გზებზე,


ჯგუფის მუშაობის შეფასების რუბრიკა

კრიტერიუმები
ჯგუფის მუშაობა წარუმატებელია
ჯგუფის მუშაობა დამაკმაყოფილებელია
ჯგუფის მუშაობა წარმატებულია
ჯგუფის წევრების თანაბარი ჩართულობა
ყველა წევრი არაა ჩართული
უმრავლესობა ჩართულია
ყველა ჩართულია
ამოცანის ამოხსნის გზის მოძებნა
მასწავლებლის მითითებისა და დახმარების მიუხედავად, ვერ პოულობენ ამოცანის ამოხსნის გზას
მასწავლებლის მითითების შემდეგ არაზუსტად, მცირედი ხარვეზებით პოულობენ ამოცანის ამოხსნის გზას
ზუსტად, დამოუკიდებლად(ან მასწავლებლის მცირედი დახმარებით) პოულობენ ამოცანის ამოხსნის გზას
ურთიერთ მოსმენისა და აზრის გაზიარების უნარი
კამათობენ, არ უსმენენ ერთმანეთს და არის არასაქმიანი ხმაური, არ იზიარებენ ერთმანეთის აზრს
ხმაურობენ ნაკლებად საქმიანობენ. ნაკლებად იზიარებენ ერთმანეთის აზრს
უსმენენ ერთმანეთს და საჭიროების შემთხვევაში იზიარებენ ერთმანეთის აზრს
ინსტრუქციის მიხედვით მუშაობა
ზუსტად ვერ მიყვებიან ინსტრუქციას
ნაწილობრივ მიყვებიან ინსტრუქციას
მუშაობენ ინსტრუქციის მიხედვით
დროის ლიმიტის დაცვა
ვერ ეტევიან განსაზღვრულ დროში
უმნიშვნელოდ გააცდინეს ან გადააჭარბეს დროს
დაიცვეს დროის ლიმიტი



Комментариев нет:

Отправить комментарий